დღეს ეპლმა გამოაცხადა მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები, რომლის თანახმადაც კალიფორნიულმა გიგანტმა საკმაოდ შთამბეჭდავ ციფრებს მიაღწია . გთავაზობთ კვარტლის მოკლე შედეგებს, ხოლო მთლიანი ანალიზი და მოსალოდნელი შედეგები სამომავლო კვარტლების მოგვიანებით გამოქვეყნდება ჩვენს საიტზე.
- ეპლის შემოსავალი 2011 წლის მეორე კვარტლისათვის შეადგენს 24.76 მილიარდ დოლარს, ხოლო მოგება 5.99 მილიარდს.
- ეპლმა გაყიდა 3.76 მილიონი მაკი, რაც წინა წელთან შედარებით 28%-იან ზრდას ნიშნავს.
- გაყიდული აიფონების რაოდენობა მეორე კვარტლისთვის შეადგენს 18 მილიონზე მეტს.
- აიპედების გაყიდვებმა შეადგინა 4.69 მილიონი ცალი.
- მთლიანად iOS-ანი მოწყობილობების (აიფონი, აიპოდ თაჩი, აიპედი) გაყიდული რაოდენობა შეადგენს 189 მილიონ ცალს.
- აიტუნზის შემოსავალმა მეორე კვარტალში მიაღწია 1.1 მილიარდ დოლარს.
- უახლოეს დღეებში ეპლის რომელიღაცა მაღაზიაში მემილიარდე სტუმარი შევა
- ეპლის ოპერაციების გენერალური მენეჯერის ტიმ კუკის თქმით, სტივ ჯობსი თითქმის ყოველდღე ოფისშია და იგი (ჯობსი) სულმოუთქმელად ელოდება დროს, როცა მთლიანად დაუბრუნდება ეპლს.