სიახლეები

ეპლი სამსუნგს უჩივის

45views

15 აპრილს ეპლმა ჩრდილოეთ კალიფორნიის ოლქის სასამართლოში სარჩელი შეიტანა კორეული გიგანტის, სამსუნგის წინააღმდეგ, რომელსაც უჩივის მისი რამოდენიმე პროდუქტის – Galaxy S 4G, Epic 4G, Nexus S და Galaxy Tab-ში გამოყენებული ტექნოლოგიების გამო, რომელიც კომპანიის თქმით, არღვევს მათ საპატენტო უფლებებს.  სარჩელში ნათქვამია, რომ “ნაცვლად იმისა, რომ სამსუნგს განევითარებინა და შეემუშავებინა საკუთარი, უნიკალური სტილი თავის ზოგიერთ პროდუქტში, მან გადაწყვიტა, რომ გამოეყენებინა ეპლის ინტერფეისის, ტექნოლოგიის და ინოვაციური სტილის ზოგიერთი ელემენტი მის ახალ პროდუქტებში” .  აღსანიშნავია, რომ ეპლი იმავდროულად წარმოადგენს სამსუნგის ერთ-ერთ უმსხვილეს პარტნიორს მიკროჩიპების საკითხში. როგორ იმოქმედებს ეს სარჩელი ორი კომპანიის მომავალ ურთიერთობებზე, უცნობია.  ეპლის და სამსუნგის წარმომადგენლებს ოფიციალური განცხადებები სარჩელის თაობაზე ჯერ არ გაუკეთებიათ.

წყარო

Comments

comments

Leave a Response