სიახლეები

ვოზი – აიპედი ჩვეულებრივი ხალხისთვისაა

14views

ეპლის თანადამაარსებელმა სტოვ ვოზნიაკმა, იგივე ვოზმა, როგორც მას ტექნოლოგიურ სამყაროში უწოდებენ, რამოდენიმე დღის წინ კალიფორნიაში, სანტა-კლარაში გამართულ Storage Network World-ზემისადმი დასმულ შეკითხვაზე, თუ როგორ შეცვალა ტაბლეტურმა კომპიუტერებმა და კერძოდ აიპედმა  კომპიუტერული სამყარო, უპასუხა,  რომ  აიპედი  არის ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის, ხალხისთვის, რომელსაც არ უნდა სირთულეები და მარტივად აკეთოს თავისი საქმეები ტაბლეტზე. ვოზმა ასევე აღნიშნა, რომ “სტივ ჯობსს თავიდანვე ასე უნდოდა, რომ კომპიუტერი ყოფილიყო ყველასათვის გასაგები, ხელმისაწვდომი და მარტივი. მაგრამ 70-ებში, როცა ჩვენ პირველ და მეორე ეპლზე ვმუშაობდით, ტექნოლოგია არ იყო ასე განვითარებული, რომ ამისთვის მიგეღწია. დღეს აიპედი არის იმ ყველაფერის კულმინაცია, რისი მიღწევაც სტივს უნდოდა ჩვენი კარიერის დასაწყისში”.

ვოზმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ მიუხედავად მოსაზრებისა, რომ ანდროიდიანი ტაბლეტები საბოლოოდ წაართმევენ ბაზარს აიპედს, იგი იმედს იტოვებს, რომ ეს არ მოხდება.

სტატია დაწერილია Cult of Mac-ის და Networkworld-ის მიხედვით.

Comments

comments

Leave a Response