სიახლეები

iPad 2-ის მიმოხილვა

40views

დღეს ძალიან საინტერესო დღეა, პირადად ჩემთვის მაინც. დღეს გთავაზობთ ახალი აიპადის მიმოხილვას და თან ჩვენს ახალ პორტალზე, www.gemug.ge.

პორტალის შესახებ მოგვიანებით დავწერ სხვა სტატიებში, ახლა კი მოდით შევუდგეთ ახალი მოწყობილობის შესწავლას. სტატიის დასაწყისშვიე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენი რუბრიკის სპონსორს, კომპანია iphone.ge-ს, რომელიც მდებარეობს ქალქა თბილისში, ლესელიძის 53 ნომერში და პირადად მის ხელმძღვანელს, აკა ხუხაშვილს.

რათქმაუნდა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მეორე თაობის აიპადის ნახვა და ასე ვთქვათ დაჭაშნიკება. მართალია პირველი ვერსიის შეძენა ვერ მოვახერხე რიგი მიზეზების გამო, მაგრამ საკმაოდ დიდ ხანს მქონდა ტესტირებისათვის და სრულად მაქვს მის შესახებ თვალსაზრისი ჩამოყალიბებული. ამის გარდა, ამ ერთი წლის განმავლობაში ტაბლეტ-კომპიუტერების ბაზარზე დიდი ცვლილებები მოხდა — ბაზარზე შემოვიდა საკმაოდ ბევრი მოთამაშე, რომლებმაც უცაბედად აღმოაჩინეს, რომ ტაბლეტ-ბაზარი, ეფლის მოწადინეობით, როგორც იქნა გამოვიდა საღათას ძილიდან და ძალიან საინტერესო და გემრიელ ლკმად იქცა. მაგრამ მოდით სხვა ტაბლეტებზე სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა კი დავუბრუნდეთ ჩვენს ცხვრებს.

iPad 2
ტექნიკური მახასიათებლები
ოპერაციული სისტემა: iPhone OS 4.3
პროცესორი: 900 MHz dual-core Apple A5
ფლეშ-მეხსიერება: 16 გბ (არსებობს აგრეთვე 32 გბ და 64 გბ ვარიანტები)
ოპერატიული მეხსიერება: 512 მბ
ეკრანი: 9,7″, 1024×768, IPS-მატრიცა შუქდიოდიანი განათებით, პრიალა, ტევადობისა და Multitouch-ის მხარდაჭერით
ქსელი: Wi-Fi (802.11a/b/g/n), Bluetooth 2.1 + EDR technology (აგრეთვე არის მოდელი 3G და CDMA EV-DO ქსელების მხარდაჭერით)
შეტანა/გამოტანა: დოკ-კონექტორი, 3,5-მმ სტერეო ჯეკი, ხმამაღლამოლაპარაკე, მიკროფონი
აკუმლატორი: ჩადგმული, 25 ვტ/სთ, ლითიუმ-პოლიმერული
კამერები: უკანა კედელზე 0,7 მეგა პიქსელი, წინა კედელზე — VGA
დამატებით: სამგანზომილებიანი ჰიროსკოპი, აქსელერომეტრი, განათების სენსორი, ციფრული კომპასი, (GPS 3G-მოდელებისათვის)
ზომები: 241 × 186 × 8,8 მმ
წონა: 613 გრ.

მოცემული მახასიათებლებიდან ჩანს, რომ ახალ ვერსიაში არ გამოცვლილა ეკრანი, სამაგიეროდ პროცესორის სიმძლავრემ საგრძნობლად იმატა და ორი ვიდეო კამერაც დაემატა (უნდა ითქვა, საშინელი ხარისხის. მაგრამ ამაზე მოგვიანებით). წონა შემცირდა 80 გრამით, სიმაღლეში და სიგანეში ზომებმა მცირედად იკლო, ხოლო სისქეში კლება თითმის 30%-იანია — 8,8 მმ ადრინდელი 13,4 მმ-ის ნაცვლად.

კომპლექტაცია

აქ, როგორც ადრინდელ ვერსიაში, ისეა: უშუალოდ მოწყობილობა, USB-კაბელი, ქსელური ადაპტერი, საგარანტიო ფურცლები, კიდევ რარაც ფურცლები, რომლის კითხვა, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიყვარს და რათქმაუნდა ფურცელი, რომელზეც ვაშლის დასაწეპებელი ლოგოებია დაკრული.

გარეგანი სახე და მართვა

გარეგანად პირველსა და მეორე აიპადებს შორის ცვლილება მცირეა, მაგრამ მაინც არის.
მეორე ვერსია უფრო თხელია, უკანა მხარე საკამოდ არის მორგვალებული, რაც უდაოდ უკეთესობისკენაა — ხელი არ გეღლება აიპადის ჭერისას.
სამართავი ღილაკები და პორტები თავ-ტავიანთ ადგილებზე დარჩა, ოღონდ ამჯერად ისინი წაკვეთილ ზედაპირებზეა, რაც ჩემია ზრით ვერაა საუკეთესო ვარიანტი — საკმაოდ რთულია სინქრონიზაციი კაბელის მარტივად მიერთება და დაუდევარი მობყრობის შემთხვევაში შესაძლოა პორტი დააზიანოთ.

Smart Cover

ერთ-ერთი სიახლე, რაც შეგვიძლია ვნახოთ მეორე აიპადში, ეს არის ე.წ. „ჭკვიანი გარეკანი“, თუმცა ის კომპლექტაციაში არ შედის — ცალკე იყიდება. თანაც მისი რამოდენიმე სახეობა არსებობს: როგორც პოლიურეტანის, ასევე ტყავის. ასევე ფერთა დიდი არჩევანია. პოლიურეტანის გარეკანი $39 ღირს (მოცემულია აშშ-ს ფასები), ტყავის — $69.
ზედა ფერადი ნაწილი, რომელშიც ჩასმულია მაგნიტიტები, ნაცრისფერი ქვედა ნაწილი, რომელიც, მწარმოებელის განცხადებით ხელს უწყობს პლანშეტის ზედაპირის გაწმედნას, გვერდიდან მაგნიტური სამაგრი.

სამაგრი თავისით ემაგრება პლანშეტის მარცხენა გვერდს (მხოლოდ მარცხენას) — საკმარისია ახლოს მიიტანოთ. მოკლედ, ძალიან კარგი გარეკანია. მაგნიტი საკმაოდ ძლიერია, იმდენად, რომ შეგიძლიათ გარეკანით აწიოთ აიპადი — არ მოძვრება გარეკანი.

გარეკანს სამი დანიშნულება აქვს:

• დაფაროს ეკრანი;
• გაწმინდოს ეკრანი;
• გემსახუროთ, როგორც აიპადის სადგამი, ორ სხვადსხვა პოზიციაში.

დაფარვის თვალსაზრისით გარეკანი შესანიშნავია — ეკრანი სრულიად იფარება და მოწყობილობა ძილის რეჟიმში გადადის. თუმცა საკმარისია ოდნავ წამოვწიოთ გარეკანი და ეკრანი კვლავ განათდება.

რაც შეეხება ეკრანის გაწმენდის ფუქნციას — ეს როგორც ყოველთვის მარკეტინგული ხრიკია. რათქმაუნდა არაფერსაც არ წმინდავს.

მესამე ფუქნცია, სადგამი, რომელსაც გარეკანი საკმაოდ კარგად უმკლავდება.

მოკლედ, მე მომეწონა ეს ახალი გარეკანი. როდესაც დადგება აიპადის შეძენის დრო, აუცილებლად შევიძენ.

სიახლეები

აი ასე გამოიყურება ახალი აიპადის სამუშაო დაფა.

შევადაროთ ძველ ვერსიას.

რა შეიცვალა? დაემატა სამი ახალი აპლიკაცია — FaceTime, კამერა და PhotoBooth. სამივე განკუთვნილია კამერასთან სამუშაოდ.

FaceTime

FaceTime — გაძლევთ საშუალებას განახორციელოთ ვიდეო ზარები Wi-Fi ქსელის არსებობისას და თუ აბონენტის მოწყობილობა მხარს უჭერს FaceTime-ს, ანუ ეს უნდა იყოს iPhone 4, iPad Touch ბოლო თაობის, ან iPad 2.

საერთოდ კარგი აპლიკაციაა, თუმცა თბილისის პირობებში, სადაც Wi-Fi ქსელები ჩანასახურ მდგომარეობაშია, ძნელად გამოსაყენებელი. თუმცა უდაოდ კარგია, რომ აიპადის ახალ ვერსიაში მისი მხარდაჭერა არსებობს.

FaceTime-ი მოწყობილობის პარამეტრებში ირთვება. ამის შემდეგ ნებისმიერი კონტაქტისათვის დაემატება ღილაკი FaceTime და თუ აბონენტს აქვს ასეთი ზარის მიღების საშუალება, თავისუფლად ისაუბრებთ ვიდეო ზარის მეშვეობით.

სხვათაშორის, როგორც აღმოჩნდა, აიპედიდან საკმაოდ მოსახერხებელია ვიდეო ზარის განხორციელება. აიფონის ეკრანი საკმაოდ მცირეა, ხოლო აიპედის — საკმაოდ დიდი იმისათვის, რომ კომფორტულად ესაუბრო ადამიანს.

ამის გარდა, შეგიძლიათ გადაერთოთ მეორე კამერაზე და უჩვენოთ თქვენს აბონენტს თუ რა ხდება თქვენს გარშემო. წარმომიდგენია ასეთი სურათი: ახალგაზრდა ცოლ-ქმარი უკავშირდება ბებოს და ბაბუს და აჩვენებენ შვილიშვილს, რომელიც იატაკზე მიმოყრილ სათამაშოებში ერთობა.

კამერა

აი კამერა კი აშკარად ცუდია. მეტსაც ვიტყვი, საშინელი. iPhone 4-ში კამერა 5 მეგაპიქსელიანია, ხოლო ახალ აიპადში ძალიან უცნაური კამერა, რომელიც ფოტოს იღებს 0,7 მეგაპიქსელი გარჩევადობით, ხოლო ვიდეოს 720p (1280×720) ანუ 1,2 მეგაპიქსელი გარჩევადობით. რატომ არის ასეთი შეზღუდვა — გაუგებარია. ეფლი დუმილს ამჯობინებს.
კამერის პარამეტრები მინიმალურია, მას არა აქვს HDR-რეჟიმი, ავტო ციმციმა. როგორც ჩანს ამ კამერების ძირითადი დანიშნულება არის ვიდეო ზარებში მათი გამოყენება. მეტი სხვა არაფრისათვის ისინი არ ვარგა.

Photo Booth

ძალიან მარტივი სამარჯვი აპლიკაცია, რომლეიც ეფლის მომხმარებლებს უკვე აქვთ გამოცდილი ეფლის კომპიუტერებში, ხოლო არა ეფლისტებისათვის სიახლეა. აირჩიეთ ეფექტი, დააწკაპუნეთ მასზე და თქვენს ტავს დაინახავთ ამ ეფექტით. მოკლედ, საკმაოდ სახალისოა პატარებისათვის

პარამეტრები

პარამეტრებში რაიმე ახალი და საინეტრესო არ დამატებულა, მოლოდ მიკროკოდის 4.3 მცირე დანამატები.

ეკარნი და წარმადობა

ფორმალურად ეკრანი პრაქტიკულად არ შეცვლილა — როგორც ადრე, ძალიან ხარისხიანი, მაგრამ ძველი გარჩევადობით. მოარული ჭორების თანახმად შესაძლოა აიპადის მესამე ვერსიაში ეფლმა ახალი ეკრანი ჩადგას, Retina-Display თვისებებით. მაგრამ ეს ჯერ ჭორია, მანამდე ძველ ეკრანს უნდა დავჯერდეთ.

თუმცა სუბიექტური თვალსაზრისით არის შეგრძნება, რომ ეკრანი სულ მცირეზე, მაგრამ გააუმჯობესეს. ფერთა გადმოცემა უფრო უკეთესი გახდა. ამის გარდა ახალი პროცესორი და გრაფიკული ჩიპი თავისას შვრება — მერწმუნეთ, ეს მოქმედებს წამრადობაზე ძალიან და პლანშეტი დაფრინავს, რაც შესაბამისად აისახება ეკრანზე. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ არც პირველი აიპადი გამოირჩეოდა შენელებულობით. თუმცა ახლა ყველაფერი ორმაგად სწრაფია.

ბრაუზერი (Safari) კიდევ უფრო აჩქარდა, საერთოდ არაფერს ვამბობ თამაშებზე, რომლებიც ამ ახალ ვერსიაში თვისობრივად ახალ დონეზე გადავა.

აგერ, ბატონო თქვენ მშრალი ციფრები — GLBenchmark 1.1 ტესტები. შეადარეთ პირველ ვერსიას.

მოკლედ, გასაგებია, რომ ახლა თამაშების მწარმოებლებს აქვთ ახალ პლათფორმაზე კიდევ უფრო ლამაზი თამაშების შექმნის საფუძველი — ახალ აიპადზე შესაძლებელია ძალიან სერიოზული თამაშების შექმნა.

ვიდეოს გამოტანა გარე მოწყობილობაზე

საერთოდ უნდა ითქვას, რომ ეს სიახლე გაჩნდა მიკროკოდის ახალ 4.3 ვერსიაში და არა აიპად 2-ში. ახლა ვიდეოს გამოტანა შესაძლებელია გარე მოწყობილობაზე — სპეციალური გადამყვანის მეშვეობით, რომელიც ცალკე იყიდება და 39 დოლარი ღირს.\

ეს ფუნქცია მხარდაჭერილია შემდეგი მოწყობილობების მიერ: iPhone 4, iPod Touch 4, iPad, iPad 2, რომლებზეც შესაბამისი მიკროკოდის ვერსია აყენია და განკუთვნილია ტელეეკრანზე (ან თუნდაც პროექტორზე) ეფლის მოწყობილობის ეკრანის გამოსახულების გამოსატანად. გამოსახულება 1080p გარჩევადობით, ვიდეო — 720p გარჩევადობით.
თუ გამოგაქვთ ვიდეოს გამოსახულება, პლანშეტის ეკრანზე ჩნდება წარწერა, რომ ტელევიზორი ჩართულია და პლანშეტზე ვიდეო არ ჩანს და ჩანს ტელევზორში მხოლოდ.

მაგრამ ეს ყველაფერი მეორე აიპადზე. პირველ ვერსიაში სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია. როგორც ირკვევა სხვადასხვა წყაროებიდან (მე არ მქონდა ამის ტესტირების საშუალება), პირველ ვერსიაში შეუძლებელია ეკრანის მთლიანი გამოსახულების გამოტანა ტელევიზორის ეკრანზე, მარტო ვიდეოს გამოტანა შეიძლება. კვლავ ეფლის ხრიკებია, მეტი აიპადი რომ გაიყიდოს 😉

ავტონომიურობა

ეფლში მტკიცედ განაცხადეს, რომ მიუხედავად პლანშეტის სისქეში დაპატარავებისა, არაფრით არ მოხდებოდა მისი აკუმულატორის ხელყოფა და ამით ავტონომიურად მუშაობის დროის შემცირება.

რათქმაუნდა შევეცადე ამ საკითხის გარკვევა. არ მოიტყუა ამ საკითხში ეფლმა. მართლაც რომ ძლიერი დატვირთვის შემთხვევაში 10,5 საათი გამიძლო აიპედმა, მერე კი მოკვდა. ანუ დაჯდა.

ასე რომ ჩემი აზრით შედეგი ძალიან კარგია. რაც არის გაცხადებული, ის დრო აჩვენა აიპედმა. ვერანაირი ანდროიდ-პლანსეტი ახლოსაც ვერ მივა (ჯერ-ჯერობით???) მასთან.

ფასი

აშშ-ში ახალ აიპადზე ფასები არ შემდეგია:

iPad 2 Wi-Fi 16Gb – $499
iPad 2 Wi-Fi 32Gb – $599
iPad 2 Wi-Fi 64Gb – $699
iPad 2 Wi-Fi + 3G 16Gb – $629
iPad 2 Wi-Fi + 3G 32Gb – $729
iPad 2 Wi-Fi + 3G 64Gb – $829

ანუ ერთი-ერთზეა ძველ ვერსიასთან — როგორც ყოველთვის და ყველა პროდუქტში, აქაც ახალი მოდელი იგივე ფასი ღირს, რაც ძველი. ამ დროს ძველი ან საერთოდ იხსნება გაყიდვიდან, ან დაბალ ფასში ხდება სასაწყობო ნარჩენების რეალიზაცია.

ჩემი შთაბეჭდილება

ჩემი რამოდენიმე მეგობარი, რომლებმაც უკვე იგემეს მეორე აიპედი, იმედგაცრუებულნი ამბობენ, თუ რატომ არ არის ახალი ეკრანი აიპედში, რატომ არის ცუდი კამერა და ა.შ.
რაც შემეხება მე, სიმართლე გითხრათ, სულაც არ ვარ იმედგაცრუებული. ეკრანის გარჩევადობამ მეც მატკინა გული, მაგრამ ეს მხოლოდ ერთადერთი მომენტია, რაც არ მაკმაყოფილებს. კამერებს შევეშვათ — არაფერი მაგათგან არ გამოდნება, ასე რომ ვითომც არ ჰქონია აიპადს ორი კამერა. მაგრამ აი ეკრანი… მე წიგნის კითხვის დიდი მოყვარული ვარ. ამ ეტაპზე ყველაფერს ვკითხულობ მეოთხე თაობის აიფონიდან, რომლესაც შეგახსენებთ ზალიან კარგი ხარისხის და გარჩევადობის ეკრანი აქვს. ჰოდა როდესაც ახალი აიპედიდან დავიწყე კითხვა, ცოტა არ იყოს და გამიჭირდა. არა, ეს არ არის დაკავშირებული იასთან, რომ ეკრანი ასხივებს შუქს და თვალების ტკივილი ამით გამოიწვევა. აიფონის ეკრანიც ასხივებს, მაგრამ არ მტკივა. საქმე გარჩევადობაშია. და სანამ აიპადზე არ დააყენებენ ჩემთვის სასურველ რეტინა-ეკრანს, მანამდე ვამჯობინებ Sony Book Reader-ის შეძენას, რომელიც თვალს არ მატკენს.

სამაგიეროდ ახალი აიპადი ძალიან სწრაფია, ძალიან. და უახლესი ტამაშები, მძიმე და გრაფიკულად დატვირთული, მასზე ძალიან კარგად წავა. ასე რომ სათამაშო კონსოლის თვალსაზრისით ის ზალიან კარგი შენაძენია. ასევე ძალიან კარგი შენაძენია როგორც ინტერნეტ-ბრაუზინგისათვის, ასევე ელფოსტის წასაკითხად, სკაიპში საჭორაოდ. ბიზნესმენები სათანადოდ შეაფასებენ მის შესაზლებლობას პრეზენტაციების გამართვისას და ა.შ. მოკლედ, ახალი აიპადის გამოყენების ხერხები უამრავია.
ყველას გირჩევთ შეიძინოთ ახალი აიპადი — იმედგაცრუებულნი არ დარჩებით. მე კი… მე დაველოდები მესამე ვერსიას 😉

Comments

comments

Leave a Response