სიახლეები 

Spaces აიპედში

ეპლის ახალი პატენტი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ამერიკის პატენტთა და სავაჭრო ნიშანთა ბიუროს საიტზე, მიუთითებს აიპედში ვირტუალური დესკტოპების და აპლიკაციების მართვის ახლებურ მეთოდზე, დაახლოებით ისეთზე, როგორიც OSX-ში არის შესაძლებელი Spaces-ის და Expose-ს მეშვეობით.  იქნება თუ არა ეს ახალი მეთოდი დანერგილი ასევე აიფონში, ამაზე ჯერ არაფერია ცნობილია, თუმცა ხმები იმის თაობაზე, რომ ეპლი აპირებს iOS-ში შეტყობინებების და აპლიკაციების მართვის სრულიად ახალი კონცეფციის შემოთავაზებას, დიდი ხანია ისმის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც WebOS-ის შეტყობინებათა სისტემის და ინტერფეისის  მთავარი სპეციალისტი რიჩ დელინჯერი 2010 წელს პალმიდან ეპლში გადავიდა ინტერფეისების მთავარ დიზაინერად.

Related posts