ახალი, მეშვიდე თაობის აიპოდ ნანოში შეიძლება კამერა იდგეს, ჩინურ საიტზე დაყრდნობით აცხადებს 9TO5Mac. როგორც გახსოვთ, ეპლმა აიპოდ ნანოს ახლანდელ, მეექვსე თაობის ნანოში წინა მოდელისგან განსხვავებით აღარ ჩადო კამერა და აქცენტი სრულიად ახალ დიზაინზე გააკეთა. ჩინური საიტი Apple.pro აცხადებს, რომ მათ მოიპოვეს ახალი ნანოს პროტოპიტის ჩარჩოს ასლი, სადაც გარკვევით ჩანს, რომ კამერისათვის ადგილია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ ეს ჩინური საიტია ცნობილია თავისი “გაჟონვებით” ეპლის ახალი პროდუქტების შესახებ. მათ წარსულში უკვე გამოაქვეყნეს ვერაიზონის აიფონის სქემები და ასევე დღევანდელი თაობის აიპოდ ნანოს პროტოტიპის სურათები.