სიახლეები 

ახალი iChat-ის თვისებები

ახალ საოპერაციო სისტემაში 10.7-ში ეპლის ჩეტის და ვიდეოკონფერენციის პროგრამა iChat-ს ახალი თვისებები აქვს.  მასში შესაძლებელი იქნება MobileMe/Mac.com-ის, Google-ის, Yahoo!-ს და AOL-ის ანგარიშების დამატება და ერთ, უნიფიცირებულ სიაში გამოჩენა.  ასევე, აქამდე არსებულ ვიდეო ჩატს, რომელსაც ასევე ჰქონდა დესკტოპების და დოკუმენტების გაზიარების საშუალება, ასევე დაემატება ვებგვერდების გაზიარებაც. როგორც ჩანს, ეპლი აპირებს აიჩატს შესძინოს უფრო პრაქტიკული თვისებები და გახადოს უფრო პოპულარული, ვიდრე ის აქამდე იყო. აიჩატის დღევანდელ ვერსიაში ასევეშესაძლებელია ფეისბუკის ჩეტის დამატებაც, რომელიც ეპლის ოფიციალურ დოკუმენტაციაში არაა დაფიქსირებული. აიჩატის ახალი ვერსია ხელმისაწვდომი გახდება OS 10.7-თან ერთად ამ წლის ზაფხულში.

Related posts