კომპანია Glassdoor, რომელიც ყოველწლიურად ატარებს ანონიმურ გამოკითხვას ტექნოლოგიური კომპანიების თანამშრომელთა შორის კომპანიის მენეჯმენტის ნდობის რეიტინგების დასადგენად, აქვეყნებს 2010 წლის შედეგებს, სადაც მაიკროსოფტის გენერალურ მენეჯერს სტივ ბალმერს ყველაზე ცუდი ნდობის ხარისხი, 40% აქვს. ლიდერები არიან გუგლის ერიკ შმიდტი 96 %-ით, ეპლის სტივ ჯობსი 95%-ით და ინტელის პოლ ოტელინი 90 %-ით. აღსანიშნავია, რომ ბალმერთან ერთად ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს იაჰუს გენერალურ მენეჯერს ქეროლ ბარცს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მიუხედავად სტივ ბალმერის სურვილისა გადადგეს 2018 წელს, მისი კომპანიიდან წასვლა შეიძლება გაცილებით ადრე მოხდეს.
სრული მონაცემებისთვის მიჰყევით ამ ბმულს.