Uncategorized

პორტალის წესები

53views

1. ზოგადი პრინციპები

1.01. gemug.ge არის თავისუფალი პორტალი, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის დისკუსიებისათვის მაკის თემატიკის გარშემო. საიტზე ფუნქციონირებს რამდენიმე კატეგორია და განყოფილება, რათა დააკმაყოფილოს ყველა ასაკისა თუ გემოვნების მომხმარებელი. რეგისტრაცია თავისუფალია.
1.02. საიტზე არაა რაიმე სახის უკანონო შეზღუდვა. არსებობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და აქ არსებული წესების დაცვის ვალდებულება.
1.03. საიტი არის კერძო მფლობელობაში და მის სტრატეგიასა და ტაქტიკას განსაზღვრავს ადმინისტრაცია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის აზრი, თუმცა იტოვებს უფლებას საბოლოო გადაწყვეტილება ყოველთვის მან მიიღოს.
1.04. თითოეულ კატეგორიას (განყოფილებას) შეიძლება ჰქონდეს თავისი დამატებითი წესები, რომლებიც მიჭიკარტებულია.
1.05. შესაძლებელია ცალკეულ თემას ქონდეს თავისი განაწესი. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაცია და მისი ნდობით აღჭურვილი პირები.

2. შეზღუდვები

2.01. ეროვნული, რელიგიური რასობრივი ან სხვა სახის შეურაცხყოფა, ქსენოფობია. ეს არის ტესტური შენიშვნა.
2.02. ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების პროპაგანდა.
2.03. ძალადობის პროპაგანდა.
2.04. მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელება.
2.05. პორნოგრაფიული მასალის გავრცელება.
2.06. აკრძალულია სპამი და უკლებლივ ყველანაირი სახის რეკლამა (მხოლოდ შესაბამის განყოფილებებში წესების დაცვით)!
2.07. იკრძალება თიკუნის (Nickname) გადაცემა სხვა პირისთვის, ან ერთი თიკუნის კოლექტიური გამოყენება რამდენიმე პირის მიერ.
2.08. თიკუნის ან მომხმარებლის სახელის მიზანმიმართული დამახინჯება.
2.09. იკრძალება მონაწილის თიკუნში უცენზურო ან შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება.
2.10. იკრძალება ისეთი თიკუნის რეგისტრაცია, რომელიც ფალსიფიცირების მიზნით იქმნება და ვიზუალურად ძალიან ჰგავს ფორუმის სხვა მონაწილეების თიკუნებს.
2.11. თანაფორუმელის პირადული საკითხების ფორუმზე გარჩევა მისი პირადი ნებართვის გარეშე.
2.12. ეგრეთწოდებული “კაჩაობა”, კონფლიქტი.
2.13. უტაქტო ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, პოსტები (უტაქტო სურათი და ა.შ).
2.14. ტროლინგი.
2.15. ფლუდი.
2.16. ოვერქვოთინგი (ციტირების სიჭარბე).
2.17. მრავალნიკიანობა.
2.18. მართლწერის შეცდომებისა და ჟარგონული სიტყვების დიდი რაოდენობა, უაზრო სიმბოლოების გამოყენება.
2.19. ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების საჯაროდ განხილვა (გამოიყენეთ შესაბამისი თემა ან ელფოსტა).
2.20. იკრძალება მონაწილის პროფესიული საქმიანობის განხილვა, თუ ის აღნიშნულის წინააღმდეგია.
2.21. მონაწილის კონფიდენციალურობის დარღვევა თუ ის ამის წინააღმდეგია.
2.22. სხვა ფორუმების შეგნებული ანტიპიარი. მათი ადმინისტრაციების და მოდერაციის მიმართ მიზანმიმართული აგრესია.

3. სტატუსები

3.01. მოქმედებს შემდეგი სტატუსები:
ა) ადმინისტრატორი;
ბ) დამფუძნებელი;
გ) მოდერატორი;
დ) საპატიო წევრი;
ე) წევრი;
ვ) რეგისტრირებული.
3.02. ფუნქციათა განსაზღვრა:
„ადმინისტრატორი“ არის ფორუმის მფლობელი ან განმკარგულებელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მას ეკუთვნის ყველა საკითხში გადამწყვეტი ხმა.
„დამფუძნებელი“ არის გემუგის დამფუძნებელი პირი.
„მოდერატორი“ ინიშნება ან ირჩევა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, კურირებს კონკრეტულ სფეროს. არის ადმინისტრაციის წევრი სათათბირო ხმის უფლებით და აქვს მოდერირების უფლება თავის სამუშაო არეალის შესაბამისად.
„საპატიო წევრი“ არის პირი, რომელსაც წვლილი მიუძღვის როგორც ზოგადად გემუგის, ასევე ამ პორტალის განვითარების საკითხში.
„წევრი“ ენიჭება გემუგში გაწევრიანების შემდგომ. მონაწილეობას იღებს ადმინისტრაციის განყოფილების საქმიანობაში, გააჩნია ხმის უფლება გემუგის საკითხების გადაწყბეტისას.
„რეგისტრირებული“ მომხარებელი ხდება რეგისტრაციისთანავე. სარგებლობს მომხმარებლის ყველა უფლებით და ასრულებს ვალდებულებებს;

4. მოდერირება

4.01. მოდერატორის ფუნქციაა კონკრეტული განყოფილების მართვა, მისი მოწყობა, თემების და სიტუაციის კონტროლი. მომხმარებელთა სასჯელის განსაზღვრა, ბანის დადება-გაუქმება.
4.02. მოდერატორი უნდა ხელმძღვანელობდეს ფორუმის საერთო წესებით.
4.03. მოდერატორი სხვა განყოფილებაში სარგებლობს რიგითი მომხმარებლის უფლებებით. მას არ აქვს უფლება საჯაროდ განიხილოს თავისი კოლეგის გადაწყვეტილება და თუ ადგილობრივმა მოდერატორმა გადააჭარბა უფლებამოსილებას სარგებლობს წესებით გათვალისწინებული ნორმებით.
4.04. ამავდროულად ადგილობრივ მოდერატორს არ აქვს უფლება დაამციროს კოლეგა. თუ ის არღვევს წესს, ეს უნდა გასაჩივრდეს ადმინისტრატორთან.
4.05. მოდერატორი ღებულობს მონაწილეობას ფორუმის ზოგადი სტრატეგიის განსაზღვრაში. მართალია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ადმინისტრაცია, მაგრამ მათი მოსაზრებები მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული. მოდერატორს აქვს უფლება ადმინისტრაციაში განიხილოს სხვა კოლეგის შეცდომები, ზოგადად პრობლემები და ა.შ.
4.06. კატეგორიულად იკრძალება მოდერატორის მხრიდან უცენზურო ლექსიკა, იუზერის პირდაპირი თუ ირიბი შეურაცხყოფა. ფორუმის შესახებ კამათი მხოლოდ “პრეტენზიების ოთახში” ან ადმინისტრაციაში.
4.07. მოდერატორის ქმედებათა გასაჩივრება ხდება ადმინისტრაციის განყოფილებაში.
4.08. წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაათავისუფლოს მოდერატორი.
4.09. ბანის გაუქმება შეუძლია მარტო ადმინისტრატორს.

5. წესების შეცვლა

5.01. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ცვლილებები შეიტანოს წესებში, რაზეც წინასწარ წარადგენს ცვლილებათა პროექტს და შემდგომში იუზერთა მოსაზრებების გათვალისწინებით ამტკიცებს.

Comments

comments

Leave a Response