სიახლეები

გუგლი Android-ზე კონტროლს ამკაცრებს

30views

გუგლი თავის მობილურ საოპერაციო სისტემა Android-ზე კონტროლს ამკაცრებს, აცხადებს Engadget . ანდროიდი, რომელიც შეიმუშავა Androic Inc.-მა და რომელიც გუგლმა იყიდა 2005 წელს საკუთარი მობილური საოპერაციო სისტემის შესამუშავებლად, მიჩნეულია როგორც ყველაზე ღია მობილურ საოპერაციო სისტემად მსოფლიოში, რომელიც გუგლის მიერ ვრცელდება უსასყიდლოდ და საშუალებას აძლევს ნებისმიერ კომპანიას და მობილურ პროვაიდერს, სისტემის საკუთარი მოდიფიკაციები შეიმუშავოს და ჩატვირთოს ტელეფონში. მაგრამ ბოლო პერიოდში ანდროიდის ვერსიების გახშირებულმა ფრაგმენტაციებმა, რომელიც ხშირად უკმაყოფილებას იწვევდა მომხმარებელში, გუგლს გადააწყვეტინა უფრო მეტი კონტროლი დააწესოს სისტემაზე და ხარისხის კონტროლის უფრო მეტი მექანიზმები ჰქონდეს ხელთ. როგორც Engadget-ს რამოდენიმე ანდროიდთან მომუშავე კომპანიის მენეჯერმა აცნობა, რომელთა ვინაობასაც გამოცემა არ აკონკრეტებს, გუგლი აპირებს გადახედოს ტელეფონების და მობილური მწარმოებლების მიერ შემუშავებულ მოდიფიკაციებს და ამის შემდეგ გადაწყვიტოს, “აუნთოს მათ მწვანე შუქი” თუ არა ანდროიდის გამოყენებისთვის საკუთარ პროდუქტებში. მათივე თქმით, ეს უკვე საკმაოდ საგრძნობი დისტანცირებაა იმ ღია კონცეფციისგან, რომელსაც გუგლი ქადაგებდა ანდროიდის გამოსვლის პირველ დღეებში.

უფრო მეტი ინფორმაციისათვის მიჰყევით ამ ბმულს

Comments

comments

Leave a Response