სიახლეები

პოლ ალენი – ბილ გეიტსი აქციების წართმევას მიპირებდა

20views

ასეთი სენსაციური განცხადება გააკეთა მაიკროსოფტის  თანადამფუძნებელმა პოლ ალენმა. მისი მემუარები,  რომელიც 17 აპრილს გამოდის გაყიდვაში, მოიცავს მისი მაიკროსოფტში მოღვაწეობის წლებსაც, რომელიც მან 1975 წელს ბილ გეიტსთან ერთად დააარსა, აცხადებს Wall Street Journal. ალენი იხსენებს, რომ მანდ შემთხვევით მოჰკრა ყური, როგორ ბჭობდნენ ბილ გეიტსი და სტივ ბალმერი გეიტსის ოფისში პოლ ალენისთვის, რომელიც იმხანად სიმსივნის სამკურნალო პროცედურების გამო მაიკროსოფტის ოფისში იშვიათად ჩნებოდა, კომპანიის აქციების წართმევის გეგმის დეტალების შესახებ.  იმის მერე რაც ალენი ოთახში შევიდა და უთხრა, რომ მან იცოდა ამ გეგმის შესახებ, გეიტსმა და ბალმერმა მას ბოდიშები უხადეს და უარი თქვეს გეგმის განხორციელებაზე, იხსენებს მაიკროსოფტის თანადამაარსებელი. ამ ფაქტის შემდეგ ალენი უფრო და უფრო იშვიათად ჩნდებოდა კომპანიის ოფისში, ხოლო 2000 წელს კი ოფიციალურად წავიდა მაიკროსოფტიდან. პოლ ალენი ასევე ამბობს, რომ ბევრი ინოვაცია და იდეა, რომელიც მაიკროსოფტში განხორციელდა, არის მის მიერ ინიცირებული და წამოწყებული და არა ბილ გეიტსის მიერ, როგორც ეს ხშირად ჰგონიათ ხოლმე.  არც ბი გეიტსის და არც სტივ ბალმერის წარმომადგენლებს ამ განცხადებაზე გამოხმაურება არ გაუკეთებიათ. როგორც სჩანს, პოლ ალენის მემუარები, რომელიც გაყიდვაში 17 აპრილს გამოდის, დიდ ხმაურს გამოიწვევს ტექნოლოგიურ სამყაროში მაიკროსოფტის და მისი ისტორიის გარშემო.

უფრო მეტი ინფორმაციისთვის ამ ისტორიის შესახებ, მიჰყევით ბმულს

 

Comments

comments

Leave a Response