სიახლეები 

ბერტრან სერლე ეპლიდან მეცნიერებაში მიდის

Mac OS X -ის ერთ-ერთი “მამა” ბერტრან სერლე ტოვებს ეპლს, რათა როგორც მან განაცხადა, უფრო მეტი მეტი დრო დაუთმოს მეცნიერებას და ნაკლები კომპიუტერულ პროდუქტებს. სერლეს პროფესიონალური კარიერა, რომელსაც კომპიუტერულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი აქვს, დაიწყო XEROX PARC-დან, საიდანაც იგი 1989 წელს გადავიდა სტივ ჯობსის NeXT-ში, ხოლო 1996 წელს ეპლის მიერ NeXT-ის ყიდვის შემდეგ ეპლში სათავეში ჩაუდგა OSX-ის განვითარების პროექტს ავი ტევანიანთან და კრეგ ფედერიგისთან ერთად.

ბერტრან სერლე სიმბოლურად, OSX-ის  გამოსვლის 10 წლისთავისთვის დატოვებს ეპლს. მის ადგილს დაიკავებს კრეგ ფედერიგი, რომელიც ეპლში სერლესავით NeXT-ის დროინდელი ვეტერანია.

Related posts