სიახლეები

ჯონი აივი ეპლიდან წასვლას არ აპირებს

73views

ეპლის ინდუსტრიული დიზაინის ვიცე პრეზიდენტი ჯონი აივი, რომელზეც წინა თვეში გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ ეპლიდან წასვლას და ინგლისში, საიდანაც წარმოშობითაა, საცხოვრებლად გადასვლას აპირებდა, არ აღმოჩნდა მართალი, აცხადებს Apple Insider. სინამდვილეში აივი აპირებს საკუთარი სახლის გაყიდვას ინგლისში, სომერსეტში და საბოლოოდ კალიფორნიაში საცხოვრებლად გადასვლას.  ჯონი აივი ტიმ კუკთან ერთად ეპლის ყველაზე ძვირადღირებულ და მნიშვნელოვან ფიგურად არის მიჩნეეული.

მისი კარიერა ეპლში დაიწყო 1992 წელს და მუშაობდა Newton MessagePad-ის და ეპლის პრინტერების ზოგიერთი დეტალის დიზაინზე. მიუხედავად აივის საინტერესო ხედვისა,  ეპლის მენეჯმენტს ნაკლებად აინტერესებდა მისი ფუტურისტული დიზაინის შედეგები. ყველაფერი შეიცვალა 1997 წელს სტივ ჯობსის ეპლში დაბრუნების შემდეგ, რომელმაც შეამჩნია აივის ნიჭი და მისცა უფლება ეპლის მნიშვნელოვან პროდუქტებზე ემუშავა. მის პირველ დიდ ნამუშევრად ითვლება iMac G3, რომლიდანაც დაიწყო ეპლის მეორე აღორძინება.

დღეისათვის ჯონი აივი და მისი დიზაინერების გუნდი, რომლებიც ეპლში „ოქროს ბიჭებად“ არიან მოხსენიებულები სტივ ჯობსის განსაკუთრებული ყურადღების გამო, განსაზღვრავს კომპანიის პროდუქტების სტილს, რომელიც მსოფლიოში ინდუსტრიული დიზაინის შედევრებად არის მიჩნეული და რომელიც უკვე კულტურულ ფენომენად იქცა თანამედროვე მსოფლიოში.

Comments

comments

Leave a Response