სიახლეები

iPad 2-ის მარაგები გათავდა

49views

11 მარტიდან, აიპედის ახალი მოდელის ოფიციალური გაყიდვების დღიდან თითქმის ერთი კვირის თავზე აიპედ 2-ის მარაგები გათავდა. მათ, ვისაც არ აქვთ ახალი აიპედი, მოუწევს მინიმუმ 2 კვირის ლოდინი, ხოლო ეპლის საიტზე  აიპედის ინტერნეტით შეკვეთის შემდეგ მოტანას სჭირდება 3-4 კვირა. ანალიტიკოსები  ვარაუდობენ, რომ ეპლმა პირველ კვირას გაყიდა 2 მილიონამდე აიპედი, რითიც ამოწურა არსებული მარაგები. ამის გამო აიპედის საერთაშორისო გაყიდვების თარიღმა 25 მარტიდან შეიძლება აპრილში გადაინაცვლოს, რაც ერთხელ უკვე მოხდა აიპედის პირველი მოდელის გაყიდვების დროს, როცა უზარმაზარი მოთხოვნის გამო ბევრმა ქვეყანამ დათქმულ დროს ვერ მიიღო აიპედები ეპლისგან. ანალიტიკური ფირმები საერთაშორისო გაყიდვების დაწყების  3 შესაძლო ვარიანტს ვარაუდობენ:

  1. ეპლი დააკმაყოფილებს ამერიკული ბაზრის მოთხოვნებს და საერთაშორისო გაყიდვებს გადადებს 1 თვით;
  2. საერთაშორისო გაყიდვები დაიწყება 25 მარტს, მაგრამ აიპედების რაოდენობა იქნება ძალიან შეზღუდული;
  3. ეპლი შეამცირებს მიწოდებას ამერიკულ ბაზარზე, რათა უზრუნველყოს ნორმალური საერთაშორისო გაყიდვები.

გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკული ბაზარი ეპლისთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო, მესამე სცენარის განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. ზუსტად ამიტომ პირველი სცენარი უფრო  რეალური ჩანს, მითუმეტეს მაშინ, როცა კომპანიას უკვე აქვს მსგავსი გამოცდილება და რომელიც სამწუხაროდ არ განვითარდა საერთაშორისო მომხმარებლისათვის სასურველი სცენარით.  პირველი სცენარის განვითარებამ შეიძლება გამოიწვიოს ფასების 2-ჯერ და მეტჯერ ზრდა არაოფიციალური დილერების მიერ შემოტანილ აიპედებზე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც უკვე ხდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე.  სავარაუდოა, რომ არც საქართველო იქნება სასიამოვნო გამონაკლისი.

Comments

comments

Leave a Response