სიახლეები

როგორ მუშაობს აიპედის „რუხი“ ბაზარი

113views

ჰონკონგურმა გამოცემა MicGadget-მა აღწერა პროცესი, რომელიც ასახავს აიპედის იმპორტის და გაყიდვის სქემებს ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც  ეპლის პროდუქტები ამერიკულ ბაზართან შედარებით გვიან ხვდებიან. სქემის მიხედვით ეპლის ტექნიკის არაოფიციალური დილერები წინასწარ იღებენ შეკვეთებს უკვე ანონსირებულ პროდუქტზე და გაყიდვების დაწყებიდან 2-3 დღეში უკვე შეუძლიათ მიაწოდონ მყიდველებს ტექნიკა. ჰონკონგელი გადამყიდველები დილით ადრე იკავებენ რიგს ეპლის მაღაზიებთან და ყიდულობენ ათობით აიპედს. როგორც წესი, ასეთი პროდუქტის რაოდენობა შეზღუდულია, რადგანაც მისი ტრანსპორტირება ხდება ინდივიდუალურ სამგზავრო ჩემოდნებში და ფასიც უაღრესად სპეკულატიური, მაღალია. მაგალითად აიპედის საბაზო მოდელი, 16 GB WiFi მოდელი, რომელიც ამერიკაში ღირს 499 $,  ჰონკონგელ გადამყიდველებთან 1025 $-ია. მიუხედავად ასეთი ფასისა, მაღაზიებმა აპედები სულ გაყიდეს, მათზე არანორმალურად დიდი მოთხოვნის გამო.

უფრო მეტი სურათებისთვის და ინფორმაციისათვის მიჰყევით ამ ბმულს

Comments

comments

Leave a Response