სიახლეები 

Firefox ფლეშის წინააღმდეგ

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრაუზერის, Firefox-ის მფლობელი კომპანიის, Mozilla-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი სალივანი  ოფიციალურად შეუერთდა ფლეშის, როგორც ვებ-ტექნოლოგიის მოწინააღმდეგეთა რიცხვს ეპლთან ერთად. სალივანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ Firefox-ის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი ყველაზე ხშირად ფლეშის პლაგინია, ვიდრე სხვა რომელიმე, მათი ბრაუზერისთვის არსებული პლაგინი.  ჯეი სალივანი ასევე აცხადებს, რომ მომავალი ეკუთვნის უფასო, ახალი თაობის და გაცილებით უკეთეს HTML 5-ს და რომელზეც გადასვლა როგორც დეველოპერებს, ასევე მომხმარებლებსაც მნიშვნელოვნად გაუადვილებს ცხოვრებას. როგორც ასევე მან განაცხადა, HTML 5 იქნება Firefox 4-ის მნიშვნელოვანი ყურადღების ცენტრში, რომელიც მალე უნდა გამოვიდეს მასობრივ მოხმარებაში.

როგორც იცით, Adobe Flash-ის წინააღმდეგ  პირველმა ეპლმა გადადგა ნაბიჯები, ანუ მის მობილურს პროდუქტებს –  აიფონს, აიპედს და აიპოდ თაჩს არ აქვს ფლეშის მხარდაჭერა, რაც ეპლმა ახსნა ფლეშის არამეგობრულობით თაჩ ეკრანიანი მოწყობილობებისადმი, ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობის მნიშვნელოვაბი შემცირებით და მთლიანად ფლეშის, როგორც მისი ბრაუზერის –  საფარის ხშირად მწყობრიდან გამოსვლის მიზეზით.

ქვემოთ იხილეთ ინტერვიუ სტივ ჯობსთან, რომელიც განმარტავს ფლეშის მხარდაჭერის არარსებობის მიზეზებზე iOS-ში:

Related posts