ჟურნალმა Forbes-მა განაახლა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ყოველწლიური სია, სადაც სტივ ჯობსი 110-ე ადგილზეა 8,3 მილიარდი დოლარის ქონებით. წინა წელს ეპლის დამაარსებელი 136 -ე ადგილზე იმყოფებოდა 5.5 მილიარდი დოლარით, რაც მიუთითებს მისი პირადი ქონების საკმაოდ სწრაფ ზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ სტივ ჯობსის პირადი შემოსავლის დიდი ნაწილი მოდის Disney-დან, სადაც ჯობსს აქვს 4.4 მილიარდი დოლარის აქციები, რომელიც მან მისი ანიმაციური სტუდია Pixar-ის დისნეის მიერ ყიდვის შემდეგ შეიძინა. ამ გარიგების შედეგად სტივ ჯობსი დისნეის ყველაზე მეტი აქციის ინდივიდუალური მფლობელი გახდა. რაც შეეხება ეპლს, ჯობსის მფლობელობაში მყოფი აქციების ღირებულება აჭარბებს 3 მილიარდ დოლარს, ხოლო მისი ხელფასი შეადგენს სიმბოლურ, 1 $-ს წელიწადში.
ფორბსის სიის სათავეში დგას მექსიკელი მილიარდერი კარლოს სლიმი 74 მილიარდი დოლარის ქონებით, მეორე ადგილზეა მაიკროსოფტის ბილ გეიტსი 56 მილიარდი დოლარით. ფეისბუკის დამაარსებელი მარკ ზაკერბერგი 52 -მე ადგილზეა 13,5 მილიარდი დოლარით.
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სრული სიის სანახვად მიჰყევით ამ ბმულს.