სიახლეები 

iTunes-ის სავარაუდო კონკურენტი

Microsoft გეგმავს საკუთარი ახალი მუსიკალური მაღაზიის შექმნას, რომელიც შეეცდება iTunes გაუწიოს კონკურენცია, აცხადებს ZDNET საკუთარი ანალიზის საფუძველზე. ახალი სერვისი, რომელსაც სახელად Ventura ერქმევა, სავარაუდოდ შეცვლის მაიკროსოფტის ჩავარდნილ Zune-ის მუსიკალურ და ვიდეო სერვისს, რომელიც 2006 წელს კომპანიამ ეპლის iTunes-თან საბრძოლველად გამოუშვა და რომელმაც როგორც მისმა ციფრულმა პლეიერმა Zune-მა, ასევე ვერ მოიპოვა პოპულარობა.

დღეისათვის ციფრული ფორმატის მუსიკის დისტრიბუციის მსოფლიო ბაზარზე iTunes Music Store-ს უკავია 66%-ზე მეტი და წარმოადგენს ერთპიროვნულ ლიდერს და რომელიც მუსიკის გარდა ასევე ახორციელებს ფილმების, სერიალების, და პოდკასტების ციფრულ ფორმატში  გაყიდვას.  მისი უახლოესი მდევარი Amazon MP3-ია, რომელიც  გაეშვა 2008 წელს და რომელიც მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლისთვისაა  ხელმისაწვდომი.

Related posts