სიახლეები

iOS 4.3 გამოვიდა

22views

ეპლმა 9 მარტს გამოუშვა თავისი მობილური საოპერაციო სისტემის iOS-ის ახალი, 4.3 ვერსია, რომელიც წინ უძღვის 11 მარტს დაგეგმილი აიპედის გაყიდვების დაწყების დღეს და რომელიც მოიცავს შემდეგ ახალ ფუნქციებს:

  • Personal Hotspot – აიფონიდან მობილური ინტერნეტის გაზიარება 5 კომპიუტერთან და სმარტფონთან/ტაბლეტთან;
  • iTunes Home Sharing – მუსიკის, ფოტოების და ვიდეოების გაზიარება აიტუნზის ბიბლიოთეკიდან კომპიუტერებზე, აიფონებზე და აიპედებზე;
  • AirPlay-ის ახალი ფუნქციები – ვიდეოს სტრიმინგი აიფონიდან და აიპედიდან Apple  TV-ზე, რომელიც ასევე მოიცავს ვიდეოს გაშვებას საიტებიდან და აპლიკაციებიდან შესაბამისი AirPlay-ს მხარდაჭერით;
  • უფრო სწრაფი მობილური საფარი – Apple Nitro JavaScript engine -ზე დაყრდნობით;
  • HD video -ს ჩვენება HD ტელევიზორებზე  შესაბამისი Apple Digital AV Adapter-ის მეშვეობით.

iOS 4.3 ხელმისაწვდომია მხოლოდ შემდეგი პროდუქტებისთვის:

  • iPad
  • iPad 2
  • iPhone 4
  • iPhone 3GS
  • iPod Touch 3G
  • iPod Touch 4G

უფრო მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ამ ბმულს.

Comments

comments

Leave a Response