სიახლეები 

გამოკითხვა – iPad vs სხვა ტაბლეტები

InvestorPlace აქვეყნებს საინტერესო გამოკითხვის შედეგებს, რომელიც შეეხებოდა მომხმარებლისთვის სასურველ ტაბლეტურ კომპიუტერის ბრენდს. გამოკითხვა ჩაატარდა 3000 ადამიანს შორის ჯერ კიდევ მეორე აიპედის ოფიციალურ გამოცხადებამდე 2011 წლის თებერვალში. ქვემოთ მოყვანილია გამოკითხვის ზოგიერთი შედეგი.

ტაბლეტურ კომპიუტერებზე მოთხოვნა იზრდება საკმაოდ სწრაფად. გამოკითხულთა 27 პროცენტი აპირებს მის ყიდვას უახლოეს პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი რამოდენიმე თვის წინ 25 %-ს შეადგენდა.

ტაბლეტის ყიდვის მსურველთა 82-მა პროცენტმა განაცხადა, რომ აპირებს აიპედის ყიდვას.

აიპედით კმაყოფილების ინდექსი კი ასე გამოიყურება:

როგორც ჩანს, აიპედი საკმაოდ დიდი მანძილით უსწრებს Motorola Xoom-ს, Samsung Galaxy-ს და სხვა კონკურენტებს. საინტერესო ისაა, რომ არც iPad2, არც Motorola Zoom და არც Blackberry Playbook ამ დროისთვის არ იყო გაყიდვაში, გარდა Samsung Galaxy Tab-ისა.

უფრო მეტი შედეგებისთვის და ინფორმაციისთვის მიჰყვვით ამ ბმულს.

Related posts