სიახლეები

iOS 5, ახალი MobileMe აპრილში?

82views

გერმანული ეპლის მიმომხილველი საიტი Macerkopf.de თავის კონფიდენციალურ  წყაროზე დაყრდნობით აცხადებს (Google-ის თარგმანი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს გრამატიკულ უზუსტობებს),  რომ აპრილის პირველ ნახევარში ეპლი თავის სპეციალურ მედია პრეზენტაციაზე გააკეთებს iOS 5-ის და MobileMe-ის ახალი ვერსიის წარდგინებას. ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტიც, რომ iOS4-ის პრეზენტაციაც შარშან აპრილის დასაწყისში მოხდა, ხოლო MobileMe-ს შესახებ ინფორმაციაზე, რომ იგი მნიშვნელოვან ცვლილებებს და მთელ რიგ გაუმჯობესებებს განიცდის, ტექ. სამყაროში იანვრიდან ლაპარაკობენ. რას შეიძლება შეიცავდეს iOS 5, ამაზე ჯერ ინფორმაცია არ არსებობს.

რაც შეეხება MobileMe-ს, რომელსაც ეპლი სტრატეგიულ პროდუქტად მიიჩნევს მომავალ ომში სმარტფონების სხვა მწარმოებლებთან, სავარაუდოა, რომ მისი საბაზო ვერსია შეიძლება გახდეს უფასო, გაუმჯობესდეს სისწრაფე, მოხდეს უკეთესი მედია ინტეგრაცია და სინქრონიზაცია და დაემატოს სოციალური ქსელის ზოგიერთი ფუნქციები.

Comments

comments

Leave a Response