სიახლეები 

სამსუნგი: ჩვენ პრობლემები გვაქვს

Samsung Electronics-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ლი დონ-ჯომ სამხრეთ კორეულ გამოცემა Yonhapnews-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ახალი აიპედი  დიდ საფრთხეს წარმოადგენს მათი ახალი Galaxy ტაბლეტური კომპიუტერისთვის. მისი თქმით:

ჩვენ მოგვიწევს იმ ნაწილების და კომპონენტების შეცვლა ჩვენს პროდუქტში, რომელიც უკვე შეუსაბამოდ გამოიყურება. ეპლმა აიპედი ძალიან თხელი გააკეთა

სამსუნგმა შარშან გამოუშვა “აიპედის მკვლელად” მონათლული  7 დუიმიანი ეკრანის Galaxy, რომელიც გუგლის ანდროიდის საოპერაციო სისტემაზე მუშაობს და რომელმაც მიუხედავად დიდი მოლოდინისა, ვერ გაუმართლა სამსუნგის და ანდროიდის მოყვარულებს იმედები, პირველ რიგში მისი მაღალი ფასის გამო. პირველი მოდელის ფასი 900 $ იყო კონტრაქტის გარეშე მობილურ კომპანიებთან, როდესაც აიპედის საწყისი მოდელი 499$ ღირდა. წელს სამსუნგმა გამოაცხადა ახალი, უკვე 10 დუიმიანი ეკრანის მქონე Galaxy-ის მოდელი, თუმცა ფასის დაზუსტების გარეშე. როგორც ჩანს, ახალი მოდელი თავის წინამორბედზე უფრო ძვირი ღირს, რადგან როგორც ლი დონ-ჯომ  თქვა ინტერვიუში: “ჩვენ უნდა ვიფიქროთ ახალი გალაქსის ფასის შეცვლაზე, რადგანაც ის წინა მოდელთან შედარებით ძვირი ღირს”, რაც მიუთითებს, რომ მისი საწყისი ფასი 1000$-ზე მეტი უნდა ყოფილიყო.

Related posts