სიახლეები

გორდონ ბრაუნი სტივ ჯობსის წინააღმდეგ

56views

ბრიტანული გამოცემა The Telegraph აცხადებს, რომ 2009 წელს დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა ვეტო დაადო  სტივ ჯობსის რაინდად კურთხევის შესაძლებლობას. გაზეთის ცნობით ბრაუნის ეს გადაწყვეტილება გამოწვეული იყო სტივ ჯობსის უარით სიტყვა წარმოეთქვა ლეიბორისტული პარტიის კონფერენციაზე, რომლის ლიდერიც მაშინ გორდონ ბრაუნი იყო. Apple-ის დამფუძნებლის და ლიდერის კანდიდატურა რაინდის ტიტულისთვის ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატების მიერ იყო წარდგენილი, ტექნოლოგიურ პროგრესში შეტანილი უდიდესი წვლილის გამო.  ერთ-ერთი ყოფილი დეპუტატი ლეიბორისტული პარტიიდან, რომლიც ვინაობასაც გაზეთი არ ამხელს ამბობს, რომ “ეპლი არის ერთადერთი კომპანია, რომელიც შთამბეჭდავ სამომხმარებლო ელექტრონიკის პროდუქტებს და კომპიუტერებს უშვებს და სადაც დიზაინი ერთ-ერთ ძირითად როლს თამაშობს და რომელშიც ჯობსის წვლილი უდიდესია. არც ერთ სხვა ტექნოლოგიურ ლიდერს ასეთი თანმიმდევრობა და თავდადება არ გამოუჩენია ამ სფეროში”.

ტელეგრაფი ამბობს, რომ ეპლის მენეჯმენტი საქმის კურსში იყო სტივ ჯობსის  რაინდად კურთხევის წინადადების შესახებ, მაგრამ ბოლო სტადიაზე გორდონ ბრაუნმა, როგორც პრემიერ მინისტრმა, გამოიყენა ვეტოს უფლება.

Comments

comments

Leave a Response