სიახლეები

მობილური საფარი – ყველაზე სწრაფი ბრაუზერი

169views

საფარის მობილური ვერსია, რომელიც აყენია აიფონებზე, აიპედებზე და აიპოდ თაჩებზე, მობილურ ბრაუზერებს შორის ყველაზე სწრაფია, საფარის მობილური ვერსია, რომელიც აყენია აიფონებზე, აიპედებზე და აიპოდ თაჩებზე, მობილურ ბრაუზერებს შორის ყველაზე სწრაფია, აცხადებს PCWorld.com ვებ-ანალიტიკური კომპანია Gomez-ის მიერ ჩატარებულ ტესტებზე დაყრდნობით.  ამ კვლევის თანახმად აიპედი მობილური საფარის მეშვეობით ვებ-გვერდის სრულად ჩატვირთვას საშუალოდ ანდომებს 8.4 წამს, შემდეგ მოდის აიფონი ისევ საფარით 19.7 წამში, ანდროიდი 36.5 წამში. ბოლო ადგილს იკავებს ბლეკბერის მობილური ბრაუზერი 61 წამით.  Gomez-მა, რომელიც სხვადასხვა კომპანიებს უწევს კონსულტაციებს  მათი საიტების და ვებ- აპლიკაციების გაუმჯობესების საკითხებში, გამოიყენა ე.წ.  “რეალური სიტუაციის” მოდელი ბრაუზერების სისწრაფის შედარებისას, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა თავისი ბიზნეს კლიენტების სმარტფონებიდან აღებული მონაცემები, რომლებიც თავის მხრივ შეიცავდნენ მონაცემებს 200 პოპულარული საიტის დაახლოებით 282 მილიონი ვებ გვერდიდან.

აღსანიშნავია, რომ კვლევაში შესულია სმარტფონებზე მხოლოდ ქარხნული წესით დაყენებული ბრაუზერები, ასე რომ ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა მაგალითად Opera Mobile და სხვები, კვლევაში ვერ მოვხვდნენ.

Comments

comments

Leave a Response