სიახლეები

Apple ჰოლივუდში

9views

ყოველწლიურ Brandcameo Product Placement Awards-ზე ეპლმა მიიღო პრიზი საკუთარი პროდუქტების ყველაზე რეიტინგულ ფილმებში პროცენტულად ყველაზე მეტჯერ გამოჩენისთვის.  ეპლის პროდუქტები გამოჩნდა ამერიკის 2010 წლის 33 საუკეთესო ფილმიდან 10-ში,  რაც შეადგენს დაახლოებით 30%-ს. სხვა ბრენდების შედეგები, როგორებიცაა Landrover, Dell, Sony, Nike  და სხვები შეადგენს 15-24 %-მდე.  უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ეპლის პროდუქტების გამოჩენა საუკეთესო ფილმებში მხოლოდ Ford-ის შედეგს ჩამოუვარდება და გაცილებით უსწრებს წინ Coca Cola-ას შედეგს. ეს საკმაოდ საინტერესო მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ ეპლის კომპიუტერების (და არა iPhone, iPad, iPod) მფლობელთა რაოდენობა ამერიკაში შეადგენს 15%-ს და რომელთა რაოდენობა 2008 წელს იყო 9%. როგორც სჩანს, რეკლამას საკმაოდ ეფექტური შედეგი მოაქვს  კომპანიისთვის. მიუხედავად ამ პრიზისა, უკვე მეორე წელია, რაც ეპლის ჩვენების პროცენტული მაჩვენებელი ამერიკულ ფილმებში იკლებს, რაც განპირობებულია არა ეპლის “გაციებისა” ჰოლივუდის მიმართ, არამედ კონკურენტი კომპანიების –  Sony, HP და სხვათა გააქტიურებით ამ სარეკლამო სივრცეში. Sony უკვე აქტიურად ცდილობს ჩაანაცვლოს ეპლის პროდუქტები Sony Studio-ს ფილმებში Sony Vaio-ს ნოუთბუქებით. სცენა 2003 წლის რომანტიკული კომედიიდან Something’s Gotta’ Give, რომელიც Sony Studio-ს ეკუთვნის და რომელშიც ჯეკ ნიკოლსონი და დიან კიტონი მაკბუქპროებით ჩეტაობენ, დღეს უკვე წარმოუდგენელია განმეორდეს იაპონური გიგანტის მფლობელობაში არსებულ ფილმებში.  მიუხედავად ამისა, ჰოლივუდში ეპლს მაინც მყარი პოზიციები აქვს, რისი დასტურიც არის ფილმში Sex and the City 2 მაკბუქის და აიფონის გამოჩენა, მიუხედავად ფილმის ექსკლუზიური კონტრაქტისა HP-სთან. სხვა ნომინაციების სანახავად, რომელიც ბევრ სხვა ბრენდს მოიცავს, მიჰყევით ამ ბმულს.

Comments

comments

Leave a Response