სიახლეები 

MobileMe სახეს იცვლის

ეპლმა შეწყვიტა MobileMe-ს დისკების მიწოდება და გაყიდვა თავის მაღაზიებში.ეპლმა შეწყვიტა MobileMe-ს დისკების მიწოდება და გაყიდვა თავის მაღაზიებში. დღეიდან ეპლის ამ ვებსერვისზე დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საიტიდან me.com. Apple Insider ამბობს , რომ ეს დაკავშირებულია არამხოლოდ ეპლის გეგმებთან გადაიტანოს თავისი სერვისების უმეტესობის გაყიდვა საკუთარ ინტერნეტ მაღაზიაში, არამედ ასევე MobileMe-ს საფუძვლიან ცვლილებებთანაც, როგორიცაა ამ სერვისის ძირითადი ნაწილის  უფასო მიწოდება მომხმარებლისთვის და ძირფესვიანი რედიზაინი. MobileMe-ის საიტზე ასევე გამოქვეყნებულია განცხადება, რომ სარემონტო სამუშაოების გამო ამ ღამით  ღამით ზოგიერთი სერვისი ხელმიუწვდომელი იქნება მომხმარებლისთვის. MobileMe წარმოადგენს ეპლის ვებ-სერვისს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა, მიმოწერის, სურათების, დოკუმენტების და სხვა სახის ინფორმაციის სინქრონიზაციას მაკებს, აიფონს და აიპედს შორის ეპლის სერვერების მეშვეობით და რომლის ღირებულებაც წელიწადში 99 $-ს შეადგენს.

ჩრდილოეთ კაროლინის შტატში ეპლის მიერ მშენებარე 1 მილიარდი დოლარის ღირებულების მონაცემთა შენახვის და გადაცემის ცენტრი, რომელიც ამ გაზაფხულზე უნდა დასრულდეს, მომავალში მოემსახურება ამ სერვისით მოსარგებლეებს, რომელთა რიცხვის დრამატულად ზრდას ეპლი ვარაუდობს MobileMe-ს უფასოდ შეთავაზების და ტექნიკური გაუმჯობესების შემთხვევაში.

Related posts