დღეს ეპლმა განაახლა თავისი ნოუთბუკების პროფესიონალური მოდელების, MacBook Pro-ების სერია და როგორც მოსალოდნელი იყო, განახლება საკმაოდ შთამბეჭდავი გამოდგა. გთავაზობთ სიახლეთა მოკლე აღწერილობას:
MacBook Proების 15 და 17 დუიმიანი მოდელები აღიჭურვა ინტელის ოთხბირთვიანი core i7 პროცესორებით, ხოლო 13-იანი მოდელში ორბირთვიანი core i5 და i7 პროცესორებია, რომლებიც თავიანთ წინამორბედებზე 2 ჯერ სწრაფია.
ახალი თაობის საკომუნიკაციო პორტი Thunderbolt, რომელიც ინტელის მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიას ეფუძნება და რომელიც საშუალებას აძლევს ნოუტბუქებს მხოლოდ ერთი პორტის საშუალებით დაუკავშირდნენ ახალი თაობის მაღალი წარმადობის მქონე პერიფერიულ მოწყობილობებს და გარე დისპლეებს, მონაცემთა გადაცემის 10 გიგაბიტი/წამში სიჩქარით, რაც აქამდე პერსონალურ კომპიუტერებში წარმოუდგენელი იყო. ჩვენ მოგვიანებით უფრო დეტალურად მიმოვიხილავთ Thunderbolt-ს და მის შესაძლებლობებს.
ინტეგრირებული ვიდეო პროცესორი Intel HD Graphics 3000 და 15, 17 დუიმიან მოდელებშუ ასევე AMD Radeon-ის მაღალი წარმადობის გრაფიკული ჩიპები, რომლებზეც სისტემა ავტომატურად გადაერთვება მძიმე გრაფიკული სამუშაოების ჩატარებისას ან ახალი თაობის, ინტენსიური გრაფიკის მქონე თამაშებისას. ეპლის თქმით ეს გრაფიკული ჩიპები თავის წინამორბედებთან შედარებით დაახლოებით 3-ჯერ სწრაფია და უფრო მაღალი პროდუქტიულობით და ნაკლები ენერგიის მოხმარებით გამოირჩევიან.
ახალი FaceTime HD კამერა MacBook Pro-ებში, რომელიც საშუალებს იძლევა გაცილებით მაღალი ხარისხის ვიდეო ზარები და კონფერენციები განახორციელოთ ახალი MacBook Pro-ების მფლობელებმა. FaceTime ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ ეპლის კომპიუტერების, iPhone-ის და iPod Touch-ის მფლობელებისთვის და დიდი ალბათობით იგი დაემატება ახალი თაობის iPad-საც, რომლის ანონსიც დაგეგმილია 2 მარტს. 13 დიუმიანი MacBook Pro-ს ფასი იწყება 1199 $-დან, 15 დუიმიანის 1799$-დან, ხოლო 17 დუიმიანის 2499$-დან. მოდელები გაყიდვაშია დღეიდან.