სიახლეები 

iPad 2 ოფიციალურად დადასტურდა!

ეპლმა ჟურნალისტებს და ტექ. ბლოგერებს 2 მარტს დაგეგმილი კომპანიის სპეციალურ მედია-ღონისძიების ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა და დაადასტურა წინა დღეებში გამოთქმული ვარაუდები თარიღის და პროდუქტის შესახებ.  როგორც მოსაწვევის ილუსტრაციიდან ჩანს, საუბარი ეხება iPad 2-ს. პრეზენტაცია გაიმართება მომავალ ოთხშაბათს, 2 მარტს სან ფრანცისკოში ბუენა იერბას ხელოვნების ცენტრში, 10 საათზე სან ფრანცისკოს დროით. სავარაუდოდ ლაივის ყურება შესაძლებელი იქნება ეპლის საიტზე.

ჩვენ მოგვიანებით განვაახლებთ ინფორმაციას ზუსტი დროის, ლაივის და ლაივ ბლოგების მისამართების და ხელმისაწვდომობის შესახებ.

Related posts