მიმოხილვა

iPad-ის მიუწვდომელი 500$-იანი მიჯნა

54views

როცა სტივ ჯობსმა დაახლოებით ერთი წლის წინ, სან-ფრანცისკოში ბუენა იერბას საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას რევოლუცროცა სტივ ჯობსმა დაახლოებით ერთი წლის წინ, სან-ფრანცისკოში ბუენა იერბას საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას რევოლუციური აიპედი წარუდგინა,  თითქმის ყველა გაოცებული დარჩა. გაოცების მიზეზი კი იყო აიპედის საწყისი მოდელის ფასი –  499$, რაც ეპლის პროდუქტების ისტორიის გათვალისწინებით წარმოუდგენლად იაფი იყო.  მას შემდეგ ერთი წელი გავიდა, ეპლმა გაყიდა დაახლოებით 15 მილიონი აიპედი, ხოლო კონკურენტებმა ამ ერთი წლის მანძილზე ვერაფრით ვერ შეძლეს ამ ფასთან მიახლოებაც კი. უახლოესი მდევარი, Samsung Galaxy Tab, 7 დუიმიანი ეკრანით ღირდა 600 $ზე მეტი და მისი გაყიდვები პრაქტიკულად ჩავარდა. ხოლო აიპედი ფასი/ფუნქციების ფანსტასტიური კომბინაციის შედეგად გახდა ბაზრის ერთპიროვნული ლიდერი.

მაინც როგორ ახერხებს ტრადიციულად ძვირი პროდუქტების  ნიშაში მოთამაშე ეპლი ასეთი ფასის მიღწევას აიპედზე? ამის გასარკვევად რამოდენიმე ასპექტი უნდა მიმოვიხილოთ.

1.  საკუთარი მიკროჩიპი A4, რომელიც აყენია აიპედში და აიფონში, ეპლს ათავისუფლებს იმ სალიცენზიო გადასახადებისგან, რომლებსაც სხვა ტაბლეტების მწარმოებელი კომპანიები უხდიან ჩიპების მწარმოებელ ფირმებს.

2. საკუთარი საცალო გაყიდვების ქსელი.  აიპედი (და სხვა ეპლის პროდუქტები) ძირითადად იყიდება ეპლის 300-ზე მეტ მაღაზიაში ან ეპლის მიერ სერტიფიცირებულ ბიზნეს პარტნიორების მაღაზიებში, რომლებიც აიპედს იღებენ სადილერო ფასში, რაც კომპანიას საშუალებს აძლევს შეინარჩუნოს დაბალი, ძალიან კონკურენტუნარიანი ფასი საკუთარ ტაბლეტზე. რაც შეეხებათ სხვა კომპანიების ტაბლეტებს, ისინი ძირითადად ხელმისაწვდომი არიან მსხვილ სავაჭრო ქსელებში, როგორებიცაა Best Buy, WalMart და ა.შ. რომლებიც საკუთარი მოგების პროცენტს ამატებენ ფასში.  აღსანიშნავია, რომ ეს მსხვილი სავაჭრო ქსელები აიპედსაც იღებენ ეპლისგან, მაგრამ როგორც წესი შეზღუდული რაოდენობით, რათა ეპლმა ფასზე და გაყიდვების ტექნოლოგიაზე კონტროლი შეინარჩუნოს.

3. iTunes-ის მაღაზია.  ეპლის სტრატეგიული პროდუქტი,  ციფრული მედიის ყველაზე დიდი ინტერნეტ-მაღაზია iTunes, საიდანაც აიპედის და აიფონის მომხმარებლები ყიდულობენ ფილმებს, მუსიკას, პროგრამებს, ეპლს აძლევს საშუალებას აიპედის ნაწილობრივი სუბსიდირება მოახდინოს, რაც დამატებით პოზიტიურ გავლენას ახდენს პროდუქტის ფასზე.

ეპლის პოზიციები დღეისათვის ტაბლეტური კომპიუტერების ბაზარზე უნიკალურია. იგი ერთადერთი კომპანიაა, თუ არ ჩავთვლით HP-ს  (რომელიც ახლა იწყებს იგივე სტრატეგიის განხორციელებას), რომელიც სრულ კონტროლს ახორციელებს საკუთარ პროდუქტზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, მის ეკოსისტემაზე და გაყიდვების სტრატეგიაზე, რაც საბოლოო ჯამში გამოიხატა დაუჯერებლად დაბალ ფასში, მაღალ ხარისხში  და ძალიან ეფექტური გაყიდვების სისტემის შექმნაში და რისი მთლიანი ან ნაწილობრივი უქონლობა სხვა  კომპანიებისთვის  მიუწვდომელს ხდის კონკურენტუნარიანი ფასის მქონე პროდუქტის შექმნას.

Comments

comments

Leave a Response