ეპლი აპირებს აიპედ 2-ის წარმოდგენას 2 მარტს კომპანიის სპეციალურ მედია-ღონისძიებაზე, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ეპლი აპირებს აიპედ 2 -ის წარმოდგენას 2 მარტს კომპანიის სპეციალურ მედია-ღონისძიებაზე, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ამბობს უოლ სტრიტ ჯორნელის ტექნოლოგიური გამოცემა. ჟურნალი ვარაუდობს, რომ ახალი აიპედი იქნება უფრო თხელი, 2 კამერით და ორივე, GSM და CDMA ქსელებში შეეძლება მუშაობა. ამ ხმებს კიდევ უფრო ამყარებს ის ინფორმაცია, რომ ეპლმა გადაწყვიტა საკუთარი მაღაზიების თანამშრომლებთან კონფიდენციალური შეხვედრების ჩატარება ამ კვირის ბოლოს, რომელიც ტრადიციულად რამოდენიმე დღით ადრე წინ უსწრებს ხოლმე ეპლის ახალი პროდუქტების პრეზენტაციას.
ასევე მორიგი მითქმა-მოთქმის თემა ხდება სტივ ჯობსის პირადი მონაწილეობა, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო შვებულებაში იმყოფება.