სიახლეები 

ახალი ნოუთბუქები

ამ შაბათ-კვირას ეპლის ევროპულმა მსხვილმა დისტრიბუტორებმა კომპანიისგან მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს დღეებში ეპლისგან უნდა ელოდონ კონფიდენციალური პროდუქტის დაბეჭდილ ყუთებს, რომლის გახსნაც და ნებისმიერი სახის ინფორმაციის გაცემა დათქმულ დრომდე კონტრაქტის მიხედვით კატეგორიულად აკრძალული აქვთ. ეს ტრადიციული პრაქტიკაა ეპლის ურთიერთობისა თავის დისტრიბუტორებთან, როცა საქმე ახალ პროდუქტს ეხება. სავარაუდოდ ეს კონფიდენციალური პროდუქტი უნდა იყოს MacBook და MacBook Pro-ების ახალი ვერსიები, რომლებიც სავარაუდოდ როგორც ვიზუალურად, ასევე ტექნოლოგიურადაც უნდა განსხვავდებოდნენ წინამორბედი მოდელებისგან.  ამ ვერსიას ასევე ამყარებს ის ფაქტიც, რომ ეპლის ევროპულ მაღაზიებში მაკბუქ პროების მარაგი თითქმის დაიცალა, ხოლო რეგიონალურ  დისტრიბუტორებს აღარ შეუძლიათ მსხვილი შეკვეთების მიღება.  ახალი პროდუქტის ქსელში გამოსვლა ნავარაუდევია ხუთშაბათს, 24 თებერვალს.

წყარო

Related posts