სიახლეები 

Apple – ყველაზე დიდი მობილური კომპიუტერული კომპანია

თუ ტაბლეტები  და კერძოდ iPad  ჩაითვლება პერსონალურ კომპიუტერად, მაშინ 2010 წლის მონაცემებით ეპლი მობილური კომპიუტერების  უმსხვილესი მწარმოებელია.  DisplaySearch-ზე დაყრდნობით,  2010 წლის მეოთხე კვარტალში ეპლის მიერ მიწოდებულმა მობილურმა კომპიუტერებმა –  iPad-მა და ნოუტბუქებმა გადააჭარბა 10.2 მილიონ ერთეულს, რაც ამავე ბაზრის 17.2 პროცენტს შეადგენს და უსწრებს HP-ს მაჩვენებელს – 9.3 მილიონს, ანუ 15.6 %-ს.  მესამე ადგილს იკავებს Acer 8.4 მილიონი ერთეულით და შესაბამისად 9.9% ბაზრის წილით.

DisplaySearch ასევე აღნიშნავს, რომ მობილური კომპიუტერების ბაზარზე ძალთა ბალანსის შეცვლა მხოლოდ აიპედის წარმატებით არ აიხსნება, არამედ იმითი, რომ 2010 წელს მობილური კომპიუტერების გაყიდვებმა საგრძნობლად გადაუსწრო სამაგიდო დესკტოპ სისტემების გაყიდვებს, რომელშიც ეპლს საკმაოდ ძლიერი პოზიციები უკავია მისი MacBook/MacBook Pro  პროდუქტებით.

Related posts