სიახლეები

40 მილიონი iPad 2011 წელს

39views

ეპლი აპირებს 40 მილიონი აიპედის წარმოებას და გაყიდვას 2011 წელს. ამ მიზნის მისაღწევად კალიფორნიულმა გიგანტმა  სამსუნგს, Wintek-ს და TPK -ს შეუკვეთა 7.8 მილიარდი დოლარის თაჩ დისპლეები და სხვა მოწყობილობები, რითიც დღეისათვის ტაბლეტური თაჩ  დისპლეების მსოფლიო მარაგის 60% -ს დაეპატრონა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია  უახლესი ტექნოლოგიის მქონე ე.წ. Capacitive დისპლეების ნაწილობრივი დეფიციტი და რაც ეპლის უახლოეს კონკურენტებს – RIM-ს, მოტოროლას და HP-ს აიძულებს საკუთარი შეკვეთები შეავსონ შედარებით თხელი შუშის მქონე დისპლეებით, რომლებიც იგივე ფუნქციონალურობით გამოირჩევიან, მაგრამ არიან ნაკლებად გამძლენი და შეხებაში ხმარებისას განსხვავებულ შეგრძნებას ტოვებენ მომხმარებელში.

ამ სტრატეგიული ნაბიჯით ეპლი ცდილობს გამოასწოროს 2010 წელს შექმნილი დეფიციტი მის შეკვეთებსა და მიწოდებებს შორის, როცა არსებული აიპედის მარაგები და წარმოების სიმძლავრეები საგრძნობლად ჩამოუვარდებოდნენ რეალურ მოთხოვნას აიპედზე და რაც ძირითადად დისპლეების არასაკმარისი რაოდენობით იყო გამოწვეული.

წყარო

Comments

comments

Leave a Response