სიახლეები 

iPod Classic-ის ბედი

ლეგენდარული iPod Classic რაოდენობა ეპლის საწყობებში იკლებს. თუ ადრე შეკვეთისას  აიპოდი 24 საათში იგზავნებოდა შემკვეთთან, ახლა ეპლის საიტზე ნახავთ, რომ გამოგზავნას 3 დღე სჭირდება, რაც მიუთითებს იმაზე, მისი რაოდენობა უკვე შეზღუდულია. ამას შეიძლება ჰქონდეს ორი მიზეზი: პირველი, რომ ეპლი აპირებს მის ამოღებას გაყიდვებიდან და უფრო მეტ ფოკუსირებას ე.წ. თაჩსკრინ მოწყობილობებზე ან მეორე, იგეგმება მისი განახლება. ამ უკანასკნელის საფუძველს იძლევა ის ფაქტი,რომ Toshiba-მ გამოუშვა 1.8 დუიმიანი მყარი დისკები, 220 გიგაბაიტი მაქსიმალური მოცულობით (აიპოდ კლასიკის მაქსიმალური მოცულობა 160 გიგაბაიტს შეადგენს) და ზუსტად იგივე ფორმ-ფაქტორია, როგორიც აიპოდ კლასიკის ახლანდელი მყარი დისკი.

iPod Classic ეპლის ყველა დროის ერთ-ერთ წარმატებულ პროდუქტად ითვლება, რომელმაც გამოშვებიდან რამოდენიმეჯერ შეიცვალა დიზაინი და იქცა საკულტო პროდუქტად. დღეისათვის მსოფლიოში გაყიდულია დაახლოებით 40 მილიონი სხვადასხვა თაობის აიპოდ კლასიკი.

Related posts