სიახლეები 

Apple TV-მ შეიძლება ონლაინ სათამაშო ფუნქციები შეიძინოს

iOS4.3-ს ბეტა კოდში დეველოპერებმა აღმოაჩინეს რამოდენიმე საინტერესო სტრიქონი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ უახლოეს მომავალში Apple TV-ზე შეიძლება შესაძლებელი გახდეს აპსტორიდან თამაშების ყიდვა, ონლაინ თამაშები და სოციალური ქსელის თამაშზე ორიენტირებული ფუნქციების ხმარება, რითიც კონკურენციას გაუწევს ამჟამად კონსოლური თამაშების ბაზარზე არსებულ მაიკროსოფტის XboX-ს, Sony PS-ს და Nintendo-ს.  აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ეპლის ეპსტორში დაახლოებით 80 000-მდე დასახელების თამაშია, რომელთა ფასი უმეტეს შემთხვევაში არის 0.99$ – 2.99 $. მათ შორის არის როგორც უფასო,  ასევე მრავალმომხმარებლიანი თამაშები და ასევე არსებობს ეპსტორის თამაშების გლობალური რეიტინგები სოციალური ქსელის ფუნქციებით Game Center.

Related posts