სიახლეები

ახალი iPad?

46views

“უოლ სტრიტ ჯორნელის” ცნობით, ეპლმა უკვე დაიწყო iPad 2-ის მასიური წარმოება. მას ტრადიციულად ეპლის პარტნიორი ჩინეთში, კომპანია FOXCONN აწყობს. ახალ აიპედს ექნება უფრო სწრაფი პროცესორი და კამერა, ამბობს ჟურნალის ანონიმური წყარო. iPad 2 იქნება უფრო თხელი წინა მოდელთან შედარებით, ექნება მინიმუმ ერთი კამერა ვიდეო-ზარებისთვის, მეტი მეხსიერება და ასევე გაუმჯობესებული გრაფიკული პროცესორი. მაგრამ ეკრანის გარჩევადობა იგივე დარჩება, რაც პირველი თაობის iPad-შია. რაც ყველზე მნიშვნელოვანია, საბაზო მოდელის ფასი კვლავ 499.99$ უნდა დარჩეს.

აღსანიშნავია, რომ ეპლმა  პირველი თაობის  4.6 მილიარდი დოლარის ღირებულების 15 მილიონამდე iPad გაყიდა, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის 17% შეადგენს.

ტექნოლოგიური კონსალტინგის კომპანია Piper Jaffray ვარაუდობს, რომ რომ ეპლი 27 -35 მილიონ მეორე თაობის iPad-ს გაყიდის 2011 წელს, რაც ტაბლეტების ახლად აღმოცენებულ ბაზარზე აბსოლუტური რეკორდი იქნება და ეპლს დიდი ხნით შეუნარჩუნებს ლიდერის პოზიციას. რაც შეეხებათ კონკურენტ კომპანიებს Motorola და RIM, განაცხადეს, რომ მათი ტაბლეტური პროდუქტები, რომელთა გამოშვება იგეგმება 2011 წლის მეორე კვარტალში, იქნება აიპედისგან განსხვავებული ძირითადად 4G ჩიპის მხარდაჭერის გამო, რომლითაც შესაძლებელი იქნება მეოთხე თაობის მობილური ქსელების სწრაფი ინტერნეტის გამოყენება. ხოლო DELL-მა სამშაბათს, 8 თებერვალს გამოშვებულ პრეს-რელიზში აღნიშნა, რომ მათი მომავალი 10 დუიმიანი ტაბლეტი იმუშავებს მაიკროსოფტის Windows mobile 7 ვერსიაზე.

დღეისათვის აიპედის ყველაზე ძლიერ კონკურენტად მიიჩნეოდა სამსუნგის 7დუიმიანი Galaxy Tab, საბაზო მოდელის ფასი 599.99$  და რომელიც მიჩნეული იყო, რომ გაიყიდა 2 მილიონი მსოფლიო მასშტაბით. თუმცა 1 კვირის წინ სამსუნგის ფინანსური შედეგების გამოცხადებისას კომპანიის ვიცე პრეზიდენტმა ლი იანგ ჰიმ საკმაოდ პესიმისტური შედეგები წარმოადგინა. მისი სიტყვების თანახმად, 2 მილიონი Galaxy Tab იქნა სავაჭრო ქსელში გაგზავნილი, ხოლო საბოლოო მომხმარებლის მიერ შესყიდვები საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა, რომლის კონკრეტული მაჩვენებელიც მას არ დაუზუსტებია.

დღეისათვის ეპლის iPad-ს უკავია ტაბლეტური კომპიუტერების ბაზრის 80%, რომელიც როგორც ანალიტიკური კომპანიები ვარაუდობენ, მძაფრი კონკურენციის გამო 2011-2012 წლებში დაიწევს 60 %-მდე, მაგრამ ლიდერის პოზიციებს დიდი ხნით შეინარჩუნებს.

Comments

comments

Leave a Response