სიახლეები

iPhone კორპორატიულ სამყაროში

27views

ამერიკული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების ნახევარი, დაახლოებით 48%  სამსახურის ელფოსტისთვის იყენებს აიფონს, აცხადებს კომპანია Intermedia, მსოფლიოს ყველაზე მსხვილი მაიკროსოფტის Exchange-ის  სერვისის ჰოსტერი, რომელიც ელფოსტის ჰოსტინგის მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო კომპანიებს.

კომპანიის გენერალური მენეჯერის, ჯონათან მაკკორმიკის განცხადებით, თანამშრომელთათვის ოფისის სერვერებთან და ინფორმაციასთან  მუდმივი კავშირი და მონაცემთა სინქრონიზაცია უფრო და უფრო საჭირო ხდება, რისთვისაც ტრადიციულად სმარტფონებს იყენებენ. ბოლო დროის ტენდენციის მიხედვით, მცირე და საშუალო სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლები ტრადიციული ბლეკბერიდან გადადიან მოტოროლას დროიდზე და ეპლის აიფონზე, ხოლო მიახლოებითი პროცენტული მონაცემები კი შემდეგნაირად გამოიყურება:

თანამშრომელთა 48.5% , რომელიც ხმარობს მობილურ ელფოსტას, იყენებს აიფონს, 25% ბლეკბერის, 12.75% ანდროიდიან სმარტფონებს, ხოლო დარჩენილი 13.75% მაიკროსოფტის ვინდოუს მობაილს.  საინტერესოა, რომ ანდროიდი საკმაოდ დიდი ტემპებით იკავებს ბლეკბერის ხარჯზე ბაზრის წილს.

Intermedia-მ ასევე აღნიშნა, რომ აიფონის მფლობელები სხვებთან შედარებით  უფრო მეტ წერილებს აგზავნიან, ხოლო ბლეკბერის მფლობელები კი უფრო მეტს იღებენ, ვიდრე სხვები.

Comments

comments

Leave a Response